ანონსი 23 აპრილი

23 აპრილს, 18:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ "არტარეაში" 7 წლის ანასტასია კვაშილავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხნება.

23 აპრილს, 18:30 საათზე, საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ, აქცია - "ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!" გაიმართება, რომლის დროსაც ცნობილი ქართველი ხელოვანები საინფორმაციო ბუკლეტებს გაავრცელებენ და მოსახლეობას საავტორო უფლებების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ.

23 აპრილს, 19:00 საათზე, საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მწერალთა სახლში პოეზიის საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომლის დროსაც შემოსული თანხა კახეთში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის რესტავრაციას მოხმარდება.

მის: მაჩაბლის ქ. #13

23 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, არხოტის სათემო კავშირის ,,არხოტი" ორგანიზებით, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის გიგი ხორნაულის წიგნის ,,ხევსურეთის ტოპონიმია" პრეზენტაცია გაიმართება.