ანონსი 14 აპრილი

14 აპრილს, 17:00 საათზე, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომპანია "სილქნეტის" წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს და ინტერნეტ-პროვაიდერების მომხმარებლებთან კეთილსინდისიერების საკითხზე, კვლევის დაწყებას გამოაცხადებს.

მის: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18

საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 081803

14 აპრილს, 17.00 საათზე, ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ილია პატაშურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

14 აპრილს, 17:00 საათზე, "დედა ენის" დღესთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი "ჩემი დედა ენა" გაიხსნება.

მის: ალექსიძის ქ. #1/3

საკონტაქტო პირი თამარ კაკუბავა 577 200 703

14 აპრილს, 18:30 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" ტექნიკური დელეგატების და "კოკომის" შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.