ანონსი 31 მარტი
31 მარტს, 19:00-20:00 საათამდე, "მკითხველთა კლუბი" "ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში (ვაჟა ფშაველას 47) კლუბის წევრებისთვის კლუბის "ბედნიერ საათს" მოაწყობს.
31 მარტს, 19:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ზემო ავსტრიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დორის ჰამერი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
მემორანდუმის შემდეგ დაგეგმილია წამახალისებელი ლატარეა, სადაც თამაშდება თვითმფრინავის ბილეთი.
ადგილი: შერატონ მეტეხი პალასი
მის: თელავის ქ. 10
31 მარტს, 19:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტსა და ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ღონისძიებას ავსტრიის ეკონომიკის, შრომის, ტურიზმისა და სპორტის მინისტრი მაიკლ სტაგლი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრებიან.
ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მის: უზნაძის 52

























