ანონსი 15 მარტი

15 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი ფრანგი ხელოვანის ნიკოლა შნაიდერის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „Deep River“ გაიხსნება.

მის: სიონის ქ. #8

15 მარტს, 19:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი თავისუფლების" მიერ ორგანიზებული აქცია-კონცერტი STOP RUSSIA! გაიმართება.

15 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში გაიმართება დასის "იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის" ფართომასშტაბიანი წარმოდგენა - "ჩემი ოცნება".