ანონსი 7 მარტი

7 მარტს, 16:30 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში მხატვრების ია და მიხეილ დიაკონიძეების ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

მის: ჩახრუხაძის ქ. #17

7 მარტს, 17:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი მინი-ფეხბურთის ტურნირის "საქართველოს დიპლომატიური თასი 2014"-ის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან.

7 მარტს, 17:00 საათზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), გენდერული კვირეულის ფარგლებში, ფოტოგამოფენას "ქალთა სამოქალაქო აქტივობა 1988-1991 წლებში" გამართავს.

მის: ლადო გუდიაშვილის ქ.#7, ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი

საკონტაქტო პირი გვანცა ასათიანი _ 599 51 73 71

7 მარტს, 19:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით შოთა რუსთაველის თეატრის სახ. დიდი დარბაზში ჟიული შარტავას 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელსაც ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი ლელა კიკალეიშვილი - 599855251

7 მარტს, 19:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გენდერული თანასწორობის ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართება.

7 მარტს, 19:00 საათზე, "თიბისი გალერეაში" კარენ ბლუმენტალის წიგნის "სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე" ელექტრონული და ბეჭდური ვერსიების პრეზენტაცია გაიმართება.

მის: მარჯანიშვილის ქ. #7