ანონსი 4 მარტი
4 მარტს, 18:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დარბაზი #306
4 მარტს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი და ბულგარეთის საელჩო საქართველოში VI-XVIII საუკუნეების ბალკანეთის ხელნაწერთა მემკვიდრეობის გამოფენას და ბულგარელი ფოტოგრაფის ივო ხაჯიმიშევის მიერ შესრულებულ ბაჩკოვოს მონასტრის (პეტრიწონის მონასტერი) ფოტოგამოფენას მოაწყობს.
მის: სიონის ქ. #8
4 მარტს, 19:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
4 მარტს, 19:00 საათზე, "თიბისი გალერეაში" მუსიკოს ოთარ მაღრაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ჯაზური მუსიკის საღამო გაიმართება.
მის: მარჯანიშვილის 7, "თიბისი ბანკი"

























