ანონსი 1 მარტი
1 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ლეიკემიით დაავადებული სამი შვილის დედის, ელისო გელენიძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება.
1 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მიქელაძის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ქართული ვიდეო ხელოვნების გამოფენა "აღწერები" გაიხსნება.
მის: აღმაშენებლის გამზ.#127, ეროვნული მუსიკალური ცენტრი/ყოფილი რკინიგზელთა სახლი
1 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ "ქართული ხმების" სასცენო მოღვაწეობიდან 15 წლის საიუბილეო კონცერტი და CD ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
1 მარტს, 19:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში პროექტის "საქართველოს მომავლის ვარსკვლავები" ფარგლებში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.

























