ანონსი 27 თებერვალი

27 თებერვალს, 16:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართება "მონაცემთა ბაზაში არსებული დუბლირებების იდენტიფიცირების" პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარუძღვება.

მის: 26 მაისის მოედანი # 2

27 თებერვალს, 16:00 საათზე, ინსტრუმენტული ანსამბლ-ტრიო "ბრავოს" ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "თანადგომა" - დევნილთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისათვის" ფარგლებში, რუსთავის კულტურის სახლში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება.

მის: ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს ქ. #1, სტადიონთან