ანონსი 25 თებერვალი

25 თებერვალს, 19:00 საათზე, "თიბისი გალერეაში" პირველი ქართული ილუსტრირებული სასწავლო განმარტებითი ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: მარჯანიშვილის ქ. #7, "თიბისი ბანკის" სათავო ოფისი.

25 თებერვალს, 20:00 საათზე, მწერალთა სახლში, კომპანია "აჭარაბეთის" ფინანსური დახმარებით ფონდ "ავტოგრაფის" მეორე პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი გულისხმობს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღესთან, 24 თებერვალთან დაკავშირებით წიგნის გამოცემას.