ანონსი 21 თებერვალი
21 თებერვალს, 19:00 საათზე, "თიბისი გალერეაში" ნანა კიკალიას ნამუშევრების პერსონალური ფოტოგამოფენა "საზღვარი" გაიხსნება.
მის: მარჯანიშვილის ქ. #7
21 თებერვალს, 19:00 საათზე სასტუმრო "ვერე პალასში" "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" ეგიდით ოფიციალური მიღება გაიმართება, სადაც ყოველწლიურ ნომინაციაში - "ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" გამარჯვებული დასახელდება.

























