საქართველოსთვის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად უმუშევრობა რჩება

საქართველოსთვის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად უმუშევრობა რჩება

"საქართველოსთვის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად უმუშევრობა რჩება", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, წელს პირველი წელია, როდესაც უმუშევრობა შემცირდა. პრემიერის განცხადებით, უმუშევრობამ 15,7 %-მდე იკლო.

"ადრე უმუშევრობა ყოველწლიურად იზრდებოდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ სახელმწიფო სექტორი თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებდა, კერძო სექტორი კი ზრდიდა. თუმცა წელს, წინასწარი მონაცემებით, უმუშევრობა 16,5 %-დან 15,7 %-მდე შემცირდება", - განაცხადა ნიკა გილაურმა.