ნიკა გილაური რუსეთმა პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოაწერა ხელი

ნიკა გილაური რუსეთმა პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოაწერა ხელი

"რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროცესში საქართველო-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, რუსეთმა პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ხელი მოაწერა",_ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2011 წელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამარჯვების წლად შეიძლება ჩაითვალოს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2011 წელს საქართველომ შეძლო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყება. პრემიერ-მინისტრმა საგარეო პოლიტიკური კუთხით მიღწეულ წარმატებებს შორის, აღნიშნა ევროპარლამეტის რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

"ასევე დასრულდა რუსეთში ვმო-ში გაწევრიანების პროცესი და ეს იყო ძალიან წარმატებული დასასრული საქართველოსთვის. რუსეთმა პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყრელი ნაწილებია, ხელი მოაწერა. ამ დოკუმენტით ჩვენ გვეცოდინება, თუ რა ივაჭრება რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის",- განაცხადა ნიკა გილაურმა.