ნიკა გილაური - ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 ათასი ადამიანი დასაქმდება

ნიკა გილაური - ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 ათასი ადამიანი დასაქმდება

ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 ათასი ადამიანი დასაქმდება, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა .

"ინფრასტრუქტურის სამუშაობზე 2012-დან 2015 წლამდე, ყოველწლიურად 30 ათასი ადამიანი დასაქმდება. ისინი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ მერეც – ჰესების, გზებისა და სხვა ობიექტების მშენებლობის დასრულების შემდეგაც", - აღნიშნა გილაურმა.

მისივე განმარტებით, 30 ათასი მოქალაქიდან, დაახლოებით 20 ათასის დასაქმება წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება. "აქამდე წყლის ინფრასტრუქტურაზე ყოველწლიურად 10-11 ათასი მოქალაქე საქმდებოდა. მომავალი წლიდან ეს რიცხვი 20 ათასამდე გაიზრდება, რადგან რაიონული და რეგიონული წყლის ცენტრების რეაბილიტაციაზე დიდ ინვესტიციებს ვდებთ", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციაზე შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში ჯამში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. "ეს არის სახელმწიფოს მიერ ბანკისგან აღებული სესხი", - დასძინა ნიკა გილაურმა.