"მართლმადიდებელთა კრებული" პარლამენტისგან სამი მოთხოვნის შესრულებას ითხოვს

"მართლმადიდებელთა კრებული" პარლამენტისგან სამი მოთხოვნის შესრულებას ითხოვს

"მართლმადიდებელთა კრებული" დღეს საქართველოს პარლამენტს სამი მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით, 30 000 ხელმოწერას გადასცემს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "მართლმადიდებელთა კრებულიდან" აცნობეს, ისინი ითხოვენ, საქართველოს პარლამენტმა ბათილად ცნოს რელიგიური ორგანიზაციებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებული კანონი, თუ უცხოეთში არსებულ ქართულ ძეგლებზე და ტაძრებზე ანალოგიური პრივილეგიები არ დაწესდება.

ასევე, "მართლმადიდებელთა კრებული ითხოვს, საქართველოში ელექტრონული ID მოწმობების გაცემა ან გაუქმდეს სხვა ტრადიციული ევროპული ქვეყნების მსგავსად, როგორც ადამიანის უფლებების შემლახველი და მისი უზენაესი ნების ხელმყოფი საბუთი, ან მოქალაქეებს აქამდე არსებული ალტერნატიული საბუთების გამოყენების საშუალება დაუტოვონ მოქალაქეებს.

"მართლმადიდებელთა კრებულით" ხელმოწერებით ასევე ითხოვს, მაცხოვრის სასწაულთმოქმედი ხელითუქმნელი ანჩისხატის თავის ტაძარში დაბრუნებასთან დაკავშირებით. დროულად განხორციელდეს სახატის კიოტის პროექტი და სასწაულთმოქმედი სიწმიდეები ეროვნულ მუზეუმშივე (ყოფილ სასულიერო სემინარიის შენობაში) გადაეცეს ეკლესიას და აღდგეს ლოცვა მათ წინაშე.

როგორც "მართლმადიდებელთა კრებულში" აცხადებენ, ხელმოწერები ასევე გადაეცემათ პრეზიდენტის კანცელარიას და საპატრიარქოს.