გორში პროექტი "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა" დაიხურება

გორში პროექტი "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა" დაიხურება

გორში დღეს საერთაშორისო პროექტი "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა" დაიხურება.

გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპორტულ თამაშების დახურვას შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროგრამის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

პროექტი 5 სექტემბერს დაიწყო. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, რამდენიმე დღის მანძილზე, სხვადასხვა სპორტული თამაშები მიმდინარეობდა.

"სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა" საქართველოში 2003 წლიდან უეფას ეგიდით ხორციელდება და დიდი და პატარა ქალაქების 8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს აერთიანებს.

გასული წლის მსგავსად, აღნიშნულ პროგრამაში კონფლიქტის ზონიდან დევნილი, ინვალიდი, უნარშეზღუდული და ძნელად აღსაზრდელი ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებისათვის საორგანიზაციო ხარჯებს გორის მუნიციპალიტეტი იღებს, ხოლო თამაშების საჭირო ინვენტარით მომარაგებას პროგრამის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

პროგრამის დასასრულს სპორტული ტანსაცმელი, მწვრთნელების ეკიპირება, ბურთები და სხვა ინვენტარი მონაწილეებსა და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციას საჩუქრად გადაეცემა.