ბათუმში 6 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი აღმოაჩინეს

ბათუმში 6 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი აღმოაჩინეს

ბათუმში, გოგოლის#29-ში, "ბათუმის წყლის" მუშებმა არხის გაჭრისას რუსული წარმოების 6 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი აღმოაჩინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, მიმდებარე ტერიტორია საპატრულო პოლიციამ გადაკეტა. ადგილზე გამმნაღველები მუშაობენ. მათი თქმით, ნაღმები შესაძლოა, სხვაგანაც იყოს.

გოგოლის#29-ში მდებარე ფართი ერთ-ერთ კერძო კომპანიას ეკუთვნის. ადრე იქ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო ბაზა იყო განთავსებული.