IFC-მ საქართველოს რეგიონებში MobiPay-ის სერვისის დასანერგად 400 000 აშშ დოლარი გამოყო

IFC-მ საქართველოს რეგიონებში MobiPay-ის სერვისის დასანერგად 400 000 აშშ დოლარი გამოყო

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) OpenRevolution-ს საქართველოს რეგიონებში MobiPay-ის მობილური ფინანსური სერვისის დასანერგად 400 000 აშშ დოლარი გამოუყო.

შესაბამისი საგრანტო ხელშეკრულება დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში გაფორმდა.

როგორც OpenRevolution-ის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოს სოფლებში აღნიშნული სერვისის დანერგვა ხელს შეუწყობს ფინანსურ სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, განსაკუთრებით მცირე ფერმერებისთვის და დადებით გავლენას იქონიებს სოფლების განვითარებაზე.

გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების თანახმად, IFC დაეხმარება OpenRevolution-ის დააჩქაროს MobiPay-ის მობილური ფინანსური სერვისების შესვლა კახეთში, გურიასა და სამეგრელოში.

MobiPay-მ 6 თვეზე ნაკლებ ვადაში თბილისში 100 000 მომხმარებელი დაარეგისტრირა. გარდა ამისა, ჩვენ 1 500 პარტნიორ სავაჭრო ობიექტი და 150 ქეშ აგენტი გვყავს. MobiPay-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაფარონ კომუნალური გადასახადები, გადაიხადონ სავაჭრო ობიექტებში, შეავსონ მობილურის სასუბრო დრო, გადაურიცხონ თანხა ახლობლებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან საქართველოში~, - აცხადებს OpenRevolution-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში ალენ გილსტრიპი.

კავკასიაში IFC-ის წარმომადგენლის თომას ლუბეკის განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის განვითარებას, რაც კორპორაციის პრიორიტეტს წარმოადგენს.

"მოხარული ვართ, ახალ პერსპექტიულ სფეროში შესვლით, რომელსაც ინოვაციური გადახდების სისტემის ბაზარი წარმოადგენს. ჩვენი თანამშრომლობა MobiPay-ისთან დაეხმარება ქართველებს, განსაკუთრებით კი მცირე ფერმებს კახეთში, გურიასა და სამეგრელოში, ისარგებლონ ფინანსური სერვისებით თავიანთი მობილური ტელეფონების მეშვეობით", - აღნიშნა თომას ლუბეკმა.