რამაზ ნიკოლაიშვილი მზად არის, თრუსოს ხეობისთვის გამოყოფილი 34 ათასი ლარის საკითხი შეისწავლოს

რამაზ ნიკოლაიშვილი მზად არის, თრუსოს ხეობისთვის გამოყოფილი 34 ათასი ლარის საკითხი შეისწავლოს

რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მზად არის, თრუსოს ხეობის არარსებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი 34 ათასი ლარის საკითხი შეისწავლოს.

აღნიშნული საკითხით პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ თრუსოს ხეობის სოფლების მოსახლეობის კრების აქტის საფუძველზე 34 ათასი ლარია გამოყოფილი.

ლორთქიფანიძის ინფორმაციით, თრუსოს ხეობა დაცლილია და იქ არავინ ცხოვრობს, შესაბამისად, სიანტერესოა რომელმა მოსახლეობამ ჩაატარა კრება, შეადგინა აქტი და მოითხოვა 34 ათასი ლარი.

რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, მას ამ საკითხზე სხვა ინფორმაცია აქვს, თუმცა, მზად არის საკითხი დეტალურად შეისწავლოს.