რამაზ ნიკოლაიშვილი - საქართველოს გზები ნიუ-იორკის გზებზე უკეთესია

რამაზ ნიკოლაიშვილი - საქართველოს გზები ნიუ-იორკის გზებზე უკეთესია

საქართველოს გზები ნიუ-იორკის გზებზე უკეთესია - ამის შესახებ, რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა და დეპუტატებს ამის აღიარება სთხოვა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ საქართველოში არც ერთ გზაზე არ არის ორმოები. მინისტრის ინფორმაციითვე, საქართველო 34 ზონადაა დაყოფილი, ტარდება ტენდერები და გამარჯვებული კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, შეინახონ ეს გზები და ანგარიშები წარმოადგინონ. ამ ანგარიშებზე ზედამხედველობა კი შესაძლებელი იქნება.

რამაზ ნიკოლაიშვილი ასევე გამოეხმაურა "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ამ საკითხზე ოპოზიციასთან და საკითხის განხილვის პროცესში ჩაერთოს.