საპარლამენტო ოპოზიცია რამაზ ნიკოლაიშვილის სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია

საპარლამენტო ოპოზიცია რამაზ ნიკოლაიშვილის სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია

საპარლამენტო ოპოზიცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია და საკითხზე დებატები არ სურს.

ამის შესახებ, "ქართული დასის" ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პარლამენტში რამაზ ნიკოლაიშვილის მოსმენის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სრულიად გასაგებია, რომ გზები შენდება, რაც კარგი და მისასალმებელია. შესაბამისად, ბაღათურიამ მოითხოვა, რომ "თავი დაანებონ რამაზ ნიკოლაიშვილს" და პარლამენტის სხდომა ისევ გადაერთოს დევნილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანზე, რა თემაც ამოწურული არ არის.

ბაღათურიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი საპარლამენტო ოპოზიციაში შეთანხმებულია და ამ განცხადებას მათი სახელით აკეთებს. ბაღათურიას ამ განცხადების შემდეგ, რამაზ ნიკოლაიშვილთან დამატებითი კითხვები დეპუტატებს მართლაც აღარ ჰქონდათ და დებატები ისევ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან დაკავშირებით გაგრძელდა.