ვერა ქობალიას მტკიცებით, სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებაში 90% საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული

ვერა ქობალიას მტკიცებით, სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებაში 90% საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას მტკიცებით, სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებაში 90% საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.

ამის შესახებ ქობალიამ პარლამენტში გამართული დებატებისას, პარტია "ჩვენ თვითონ"-ის ლიდერის პაატა დავითაიას საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიებს მანქანების მრეცხავებადაც კი, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები ჰყავთ დასაქმებული.

ქობალიას თქმით, დეპუტატები საკითხებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა მიუდგნენ და არ შეიძლება მხოლოდ ერთი კომპანიის მაგალითის მოყვანა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელზეც ტენდერები ცხადდება და მასში მონაწილეობა შეუძლია არა მხოლოდ ქართულს, არამედ უცხოურ კომპანიებსაც.

"რიკოთის გვირაბის რეკონსტრუქციის ტენდერი ჩინურმა კომპანიამ მოიგო, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროექტებში 90% საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულები", – დასძინა ვერა ქობალიამ.