კახა ბაინდურაშვილის მტკიცებით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მიმართ უცხოელების ინტერესი თანდათან იზრდება

ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის მტკიცებით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მიმართ უცხოელების ინტერესი თანდათან იზრდება.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ორ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას შორის განსაკუთრებით დიდი დაინტერესებაა ფოთის ინდუსტრიული ზონის მიმართ, რომელშიც 25 კომპანიაა დარეგისტრირებული.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ფოთის ინდუსტრიულ ზონას კიდევ რამდენიმე კომპანია შეემატება, რაზეც მიმდინარე მოლაპარაკებებში ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებც ჩაერთვებიან.
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე საუბრისას კი მინისტრმა განმარტა, რომ იქ ძირითადი ინვესტორები ეგვიპტელები არიან და გასაგები მიზეზების გამო, გარკვეული შეფერხებები არსებობს.

























