ნიკა ლალიაშვილს აინტერესებს, ხომ არ გაიზიარებს "ტრამპი", "ჰაიატისა" და "კემპინსკის" ბედს

"ქრისტიან-დემოკრატ" დეპუტატს, ნიკა ლალიაშვილს აინტერესებს, ხომ არ გაიზიარებს "ტრამპი", "ჰაიატისა" და "კემპინსკის" ბედს, - ამის შესახებ ნიკა ლალიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ნიკა ლალიაშვილი დაინტერესდა, რატომ არის გაჩერებული როგორც "ჰაიატის", ისე "კემპინსკის" მშენებლობა, რომლის გამოც საცხოვრებელი კორპუსიც კი დაინგრა. მისი თქმით, თუ არ არსებობდა ბიზნეს გეგმა, რომელიც ამ ბრენდებს მოსწონდათ, ცალკე დანაშაულია და თუ არსებობდა და სამუშაოები მაინც არ სრულდება, ეს კიდევ ცალკე დანაშაულია.
"მაინტერესებს, ამ ბრენდების უკან ხომ არ იდგნენ წვრილი ბიზნესჯგუფები, რომლებიც გაპარტახებულ ქვეყნებს სვავებივით შეესევიან ხოლმე", - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა და დაინტერესდა, ხომ არ დგას ტრამპის უკანაც მეორეხარისხოვანი ბიზნესჯგუფი, რომელიც "კემპინსკის" და "ჰაიატის" ბედს გაიზიარებს.

























