მესტიასა და მის მიმდებარე 7 სოფელს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

მესტიასა და მის მიმდებარე 7 სოფელს, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, 11.00-დან 18.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება კომპანიის 2 500 აბონენტს.
ელექტროენერგიის დროებითი შეზღუდვის მიზეზია " ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ 35 კვტ. ელექტროენერგიის გადამცემ ხაზზე - "მესტია-ხაიში" გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები.
"ენერგო-პრო ჯორჯია" სისტემატიურად ადევნებს თვალს კომპანიის საკუთრებაში არსებული ქსელის ინფრასტრუქტურას. კომპანიის ტექნიკური ბრიგადები გეგმიურად აწარმოებენ პროფილაქტიკურ სამუშაოებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ავარიების შესაძლებლობა და გაიზარდოს ქსელის ეფექტურობა, რაც მიზნად ისახავს კომპანიის აბონენტების ხარისხიან და სტაბილურ ენერგომომარაგებას", - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".

























