"ფრანს პრესი" The Independent –ში ქართული ღვინის შესახებ წერილს აქვეყნებს

"ფრანს პრესი" The Independent –ში ქართული ღვინის შესახებ წერილს აქვეყნებს

სააგენტო "ფრანს პრესი" The Independent –ში ქართული ღვინის შესახებ წერილს აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, 2010 წელს ღვინის ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ ის მაინც ვერ უახლოვდება იმ ნიშნულს, რომელიც რუსულ ემბარგომდე არსებობდა.

სტატისტიკა "ფრანს პრესს" საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიაწოდა. სამინისტროს ცნობით, ქართული ღვინის ინდუსტრია ცდილობს ძალების აღდგენას და ეს სამთავრობო პრიორიტეტია. რუსეთის სახით ყველაზე დიდი ბაზრის დაკარგვის შემდეგ, საქართველომ პირველად მოახერხა 15 მილიონი ბოთლის გატანა საზღვრებს გარეთ. ეს 34 %-იანი ზრდაა 2009 წლის შემდეგ.

სააგენტოს წერილში საუბარია ქართულ ტრადიციებზეც.

~პოსტსაბჭოთა საქართველო ირწმუნება, რომ ის ღვინის სამშობლოა. ამას ადასტურებს არქეოლოგიური აღმოჩენებიც. რაც მოწმობს, რომ საქართველოში ღვინის კულტურა 8000 წლის წინ იყო~, - აღნიშნულია წერილში.

სააგენტოს ცნობით, რუსული ემბარგოს შემდეგ საქართველომ გასაღების ბაზრის 80 პროცენტი დაკარგა. მაშინ ქვეყანას 59 მილიონი ბოთლი ღვინო გაჰქონდა.

~საერთაშორისო ბაზარზე მკაცრი კონკურენციაა. მთავარი იმპორტიორები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები, უკრაინა, ყაზახეთი და ბელორუსიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ქართული ღვინო კომუნისტების ეპოქიდან მთავარ ბრენდად ითვლება.~,-წერს გამოცემა.