ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს საგადასახადო კოდექსის განხორციელებასთან დაკავშირებული მოლოდინები გააცნო

ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს საგადასახადო კოდექსის განხორციელებასთან დაკავშირებული მოლოდინები გააცნო

ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა დეპუტატებს ახალი საგადასახადო კოდექსის განხორციელებასთან დაკავშირებული მოლოდინები გააცნო.

ფინანასთა მინისტრის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში დაიწყო.

მინისტრმა სპეციალური სლაიდ-შოუს მეშვეობით დეპუტატებს გააცნო, თუ რა შედეგები მოჰყვება ახალ საგადასახადო კანონმდებლობას.

ასევე, მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დეპუტატებს რამდენიმე კონკრეტული სამომავლო ნაბიჯიც გააცნო.

დღევანდელ შეხვედრაზეც საუბრის კიდევ ერთი თემა იყო ახალი ეკონომიკური კურსი. ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, რისი საშუალებაც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლსობის ლიდერის, პეტერ ცისკარიშვილის ინიციატივით მიეცათ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო; საპარლამენტო ოპოზიციას, პრობლემებზე უნდა გამეხვილებინა ყურადღება. თუმცა, კითხვა – პასუხის რეჟიმის დროს შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურა.