მომავალ წელს პედაგოგების დაზღვევა არ გაუქმდება
მთავრობა და პარლამენტი პირობას დებს, რომ მომავალ წელს პედაგოგების დაზღვევა არ გაუქმდება.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებში პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დაზღვევა გათვალისწინებული აღარ არის.
როგორც ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ამბობენ, დაზღვევა არ გაუქმდება და ის უბრალოდ განათლების სამინისტროდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადავა.
თუმცა, დაფინანსების ოდენობის თაობაზე დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება. "ჯანდაცვის ბიუჯეტი რომ შემოვა პარლამენტში, ამ სკაითხზე დეტალები მერე გახდება ცნობილი", – აცხადებენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დეკემბრის ბოლო პარასკევამდე უნდა დამტკიცდეს.

























