საგარეო უწყებაში ხვალ ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართება

საგარეო უწყებაში ხვალ ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინისტროში ხვალ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ევროკავშირ- საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სხდომას ევროკავშირის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრებიან.

კომიტეტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილება.