ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონამდე გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონამდე გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონამდე გაზსადენის მშენებლობა დაიწყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,საქჰიდროენერგომშენი" განახორციელებს. გაზსადენის ძირითადი ნაწილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გადის. მიმდინარე ეტაპზე იჭრება მიწის ზედა ფენა და მზადდება ტერიტორია არხის გასაჭრელად. დაწყებულია გაზსადენისათვის 700 მმ-იანი მილების შემოზიდვაც.

პროექტში ჩართული სოფლები დღეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ, მშენებარე ორგანიზაციის ხელმძღვანელების თანდასწრებით დაათვალიერა.

მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ მიწის ფართების სანაცვლოდ კომპენსაცია სრულად არ აქვთ მიღებული.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებთან, ქვალონისა და ახალსოფლის საზღვართან, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშეენებლობა. როგორც ხობის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი მუშა-ხელი დასაქმდება.