სკოლების კომპიუტერებით აღჭურვის პროგრამების დაფინანსება იზრდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპიუტერებით აღჭურვის პროგრამების დაფინანსებას რამდენიმე მილიონით ზრდის.
პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა "ირმის ნახტომი" მიმდინარე წელს 3, 400.0 ათასი ლარით ფინანსდება, მომავალ წელს კი ეს პროგრამა უკვე 8, 196.2 ათასი ლარით დაფინანსდება.
ხოლო პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის" დაფინანსება მომავალ წელს, 32,000.0 ათასი ლარი იქნება. წელს კი ამ მიზნით მხოლოდ 2, 854.0 ლარია გათვალისწინებული.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროქტის განხილვა პარლამენტს ჯერჯერობით არ დაუწყია. ბიუჯეტი დეკემბრის ბოლო პარასკევამდე უნდა დამტკიცდეს.

























