პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხარჯებს რამდენიმე მილიონით იმცირებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავალი წლისთვის ხარჯებს რამდენიმე მილიონით იმცირებს, მთავრობის კანცელარია კი რამდენიმე ათასით.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 13, 554.0 ათასი ლარი იქნება. წელს კი ადმინისტრაცია 16, 495.7 ათასი ლარით ფინანსდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხარჯები, ძირითადად, საქონელისა და მომსახურების მიმართულებით მცირდება. რაც შეეხება მთავრობის კანცელარიას, მომავალ წელს მისი დაფინანსება 8, 500.0 ათასი ლარი იქნება, წელს კი კანცელარია 8,790.7 ათასი ლარით ფინანსდება.

მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლო პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.