საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმება განიხილება

სასტუმრო "ამბასადორში" საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ.
დოკუმენტი გულისხმობს საქართველო-ევროკავშირის საჰაერო კანონმდებლობის დანერგვას. ევროკავშირის ექსპერტები ქართულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევენ.
შეხვედრას ესწრებიან ევროკავშირის წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლების წევრები, საავიაციო და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილება, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
როგორც ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არჩილ კეკელიამ განუცხადა, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საჰაერო ბაზარზე კონკურენციის გაზრდას.
"ეს ხელს შეუწყობს საჰაერო ბაზარზე კონკურენციის გაზრდას. არ გამოვრიცხავ, რომ ამ შეთანხმებასთან მიერთების შემდეგ გაიაფდეს ბილეთები საავიაციო ბაზარზე. ეს არის საქართველოს მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირისკენ", - განაცხადა არჩილ კეკელიამ.

























