სოფელ ფშაველში 500 კვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობა იგეგმება

განახლებადი ენერგიის პროექტის ფარგლებში, თელავის რაიონის სოფელ ფშაველში 500 კვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობა იგეგმება.

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ინფორმაციით, ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში იგეგმება ასევე 300 კვტ სიმძლავრის ~ხანი-2~ ჰესის რეაბილიტაცია. 2011 წელს ორივე ჰესი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა.

~მინი ჰესების გახსნა UNDP-ის პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგო რესურსებისა და სუფთა ენერგო ტექნოლოგიების განვითარებას ემსახურება. გერმანიის განვითარების ბანკთან (Kფჭ) და გარემოსდაცვის გლობარულ ფონდთან (GEF) თანამშრომლობით, UNDP ხელს უწყობს მცირე ჰიდრო და გეოთერმული რესურსების, მზისა და ბიომასის ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებას~, - აცხადებენ UNDP-ში.

UNDP-ის პროექტები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან თანამშრომლობით ხორციელდება.