საქართველო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას განაგრძობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის მიუხედავად, საქართველოს მისიაში არაფერი შეიცვლება.
"საქართველოს მისიაში არაფერი შეიცვლება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღებული. ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებიც იქ იმყოფებიან, საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან. ეს არის ტრაგიკული დანაკარგი, თუმცა ეს არ გახდება მისიის შეცვლის მიზეზი", - აღნიშნა ვაშაძემ.
ავღანეთში მომხდარი აფეთქებისას ქართველი ოფიერი მუხრან შუკვანი დაიღუპა. იგი საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს.

























