"ქრისტიან-დემოკრატები"ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ
"ქრისტიან-დემოკრატები" მწუხარებას გამოთქვამენ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და მუხრან შუკვანის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქრისტიან-დემოკრატული მოძრაობიდან" აცნობეს.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" სპეციალურ განცხადებაში გამოთქვამს იმედს, რომ სამედიცინო პერსონალი ყველაფერს გააკეთებს დაჭრილი ჯარისკაცის, ალექსანდრე გითოლენდიას გადასარჩენად.
ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად 28 წლის ქართველი ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა.
აფეთქების შედეგად ამავე ბატალიონის კაპრალმა, 25 წლის ალექსანდრე გითოლენდიამ ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მუხრან შუკვანის საქართველოში ჩამოსვენების დრო ჯერ უცნობია.

























