თინა ხიდაშელი მერიის სარეზერვო ფონდიდან "ქომედი გრუპის" დაფინანსების დეტალებით ინტერესდება

თინა ხიდაშელი მერიის სარეზერვო ფონდიდან "ქომედი გრუპის" დაფინანსების დეტალებით ინტერესდება

"რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი მერიის სარეზერვო ფონდიდან "ქომედი გრუპის" დაფინანსების დეტალებით ინტერესდება.

თინა ხიდაშელმა დღეს, დედაქალაქის საკრებულოს საფინანსო კომისიის სხდომაზე მოითხოვა, გადაეცეს ის სპეციალური განკარგულებები, რომელთა მიხედვითაც მერის სარეზერვო ფონდიდან "ქომედი გრუპის" კონცერტები დაფინანსდა.

მისი თქმით, საინტერესოა რით იქნება დასაბუთებული და რა იქნება იმის მიზანშეწონილობად დასახული, რისთვისაც ათეულობით ათასი "ქომედი გრუპის" კონცერტებს მოხმარდა. ხიდაშელმა ხაზი გაუსვა, რომ იგი არაფერს აპროტესტებს და მას უბრალოდ ინფორმაციის მიღება სურს.

თინა ხიდაშელს საკრებულოს წევრი მამუკა ახვლედიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაბამის განკარგულებებში არ არის საჭირო არანაირი მიზანშეწონილობის დასაბუთება, რადგან მერიაში შედის თხოვნა და ამ თხოვნის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. "რა დაფინანსდება, ეს უკვე გემოვნების საკითხია", - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა. თინა ხიდაშელმა კი, უკვე მამუკა ახვლედიანის პასუხი გააპროტესტა და განაცხადა, რომ ქალაქის ფული არავის გემოვნების მიხედვით არ უნდა იხარჯებოდეს.