აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 500 000-ე ტურისტი დააჯილდოვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 500 000-ე ტურისტი დააჯილდოვა.

500 000-ე ტურისტმა აზერბაიჯანელმა 25 წლის გულნაზ გულეიმანოვამ პრიზის სახით ~შერატონ ბათუმის~ 10 დღიანი საგზური მიიღო.

გასულ წელს 500 000-ე ტურისტს ბათუმში ჩამოსვლისას მთავრობის წევრები დახვდნენ და საჩუქრად ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს საგზური გადასცეს.

წელს 500 000-ე ტურისტის გამოვლენის წესი შეიცვალა. ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროების სახელწოდებები ლოტოტრონში ჩაიყარა და სასტუმრო ასე გამოავლინა. ამის შემდეგ ლოტოტრონის მეშვეობით იმავე სასტუმროს გამარჯვებული ნომერი გამოვლინდა. აღნიშნულ ნომერში ცხოვრობდა სწორედ აზერბაიჯანის მოქალაქე გულნაზ გულეიმანოვი.

დეპარტამენტის თავმჯდომარის, თემურ დიასამიძის განცხადებით, ამ დროისთვის აჭარის რეგიონში ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორია ჩამოსული, რაც გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტია.