გიორგი ბარამია სალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი ბარამია სალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ქალაქ სალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტს ემანუელ ვლახოიანის შეხვდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის მედიაცენტრიდან აცნობეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი, საქართველოს საინვესტიციო გარემოთი ბერძენ ბიზნესმენთა დაინტერესება იყო. ამდენად, ბარამიამ და ვლახოიანიმ ახლო მომავალში საქართველოში ბერძენ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციის საქმიან შესაძლო ვიზიტზეც ისაუბრეს.

შეხვედრა საბრძნეთში გუშინ გაიმართა.