მერაბ ჟორდანია შესაძლოა, ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბ - Arnhem vitesses - ის პრეზიდენტი გახდეს

მერაბ ჟორდანია შესაძლოა, ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბ - Arnhem vitesses - ის პრეზიდენტი გახდეს

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი მერაბ ჟორდანია შესაძლოა, ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბ  Arnhem vitesses - ის პრეზიდენტი გახდეს .

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, ჰოლანდიური კლუბ Arnhem vitesses - ის პრეზიდენტობაზე მერაბ ჟორდანიამ წინადადება ამას წინათ მიიღო. იგი ამჟამად ჰოლანდიაში იმყოფება, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შეთავაზების პირობებს აზუსტებს.

ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ჰოლანდიურ საფეხბურთო კლუბში მერაბ ჟორდანიას შესაძლო გაპრეზიდენტება რუს ოლიგარ რომან აბრამოვიჩ უკავშირდება, რომელიც ბრიტანული საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელია. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩს ჰოლანდიურ კლუბ Arnhem vitesses-თან არავითარი კავშირი არა აქვს, აბრამოვიჩს მერაბ ჟორდანიასთან დიდ ხნის მეგობრობა აკავშირებს და არა - ბიზნესინტერესები.