უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებს, სავარაუდოდ, რეზერვში გამოძახება მოუწევთ

უცხოეთში სასწავლებლად ან სამუშაოდ წასულ საქართველოს მოქალაქეებს, სავარაუდოდ, რეზერვში გამოძახება მოუწევთ.

სარეზერვო სამსახურის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით, უცხოეთში სამუშაოდ ან სასწავლებლად წასული მოქალაქეები იმ ნუსხაშია შეყვანილი, რომელთაც რეზერვში გაწვევა არ ეხებათ. სარეზერვო სამსახურის ახალ კანონპროექტში კი უცხოეთში სამუშაოდ ან სასწავლებლად წასული ადამიანები ამ მუხლიდან ამოღებულები არიან. კანონპროექტის ავტორები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ მართლაც შეეხებათ მათ სამსახურში გაწვევა თუ არა და თუ შეეხებათ რა მექანიზმით მოხდება ეს.

კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტში არსებულ სხვა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, განმარტებები და ჩასწორებები კანონპროექტის განხილვის პროცესში გაკეთდება.