საპრივატიზაციო ნუსხიდან, სავარაუდოდ, გაზის მაგისტრალური მილსადენის ამოღება იგეგმება
იმ ობიექტების ნუსხიდან, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია, სავარაუდოდ, გაზის მაგისტრალური მილსადენის ამოღება იგეგმება.
"სახელმწიფო ქონების პრივატიზების" შესახებ კანონპროექტში საპრივატიზაციო ობიექტთა ჩამონათვალში გაზის მაგისტრალური მილსადენი აღარ ფიგურირებს, მოქმედ კანონში კი გაზის მილსადენი საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილია.
როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ კომიტეტში განუმარტეს, ამ საკითხზე განმარტება ხვალ, კანონპროექტის განხილვისას გაკეთდება. კომიტეტის წევრთა მტკიცებით, მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და შესაძლოა კანონპროექტში მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი გაიპარა.
ახალი პროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და ლაშა თორდია არიან. პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, თუმცა მისი განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

























