დიდ ლილოში პარაპლანელთა საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

გოგა ხაჩიძე დღეს დიდი ლილოს ტერიტორიაზე პარაპლანელთა საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდნ აცნობეს, პარაპლანელთა ფესტივალი საქართველოში გერმანიის ტექნიკური საზოგადოების (Gთძ) ფინანსური მხარდაჭერით პირველად იმართება და ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წელს ეძღვნება.
ღონისძიებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის პროფესიონალ მფრინავებთან ერთად მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მოყვარული პილოტები მიიღებენ. კერძოდ, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ამერიკიდან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან და ბრიტანეთიდან.
ფესტივალი ორი დღე გაგრძელდება. გამარჯვებულ სპორტსმენებს სპეციალური ჯილდოები, მედლები და სერტიფიკატები გადაეცემათ.

























