საარტილერიო ბრიგადის კაპრალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არჩილ აზალაძეა

საარტილერიო ბრიგადის კაპრალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არჩილ აზალაძეა

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცის, კაპრალ ალექსანდრე ასკილაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამავე ბრიგადის ჯარისჯაცი არჩილ აზალაძეა .

ამის შესახებ, თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა გაგა კირკიტაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამავე ბრიგადის კაპრალმა აზალაძემ ასკილაშვილი გუშინ, გვიან ღამით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა. ასკილაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. აზალაძე კი სამხედრო პოლიციამ დააკავა.

მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულებამდე პირველი საარტილერიო ბრიგადის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი სამსახურიდან გათავისუფლებულია. თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი კაპრალის, ასკილაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.