რუსეთმა ბელორუსს გაზის მიწოდება 15%-ით შეუზღუდა

რუსეთმა ბელორუსს გაზის მიწოდება 15%-ით შეუზღუდა. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, ამის შესახებ "გაზპრომის" ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განაცხადა. გაზის მიწოდება დღეს, დილის 10:00 საათიდან შემცირდა.
კომპანია "გაზპრომს" ასეთი სანქციის გატარება რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა დაავალა.
ამასთან, მედვედევის მითითებით, კომპანიამ მინსკთან ვალის გადახდის საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გააგრძელოს.
პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე "გაზპრომის" ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა ბელორუსთან მიმდინარე კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა - მინსკი აღიარებს დავალიანებს, ხოლო ვალის დაფარვას მანქანების წარმოებით, მომსახურებითა და კიდევ სხვადასხვა გზით სთავაზობს.
"გაზპრომს" თანხის გარდა არაფრის აღება შეუძლია – არც ნამცხვრის, არც კარაქის, არც ყველის", - აღნიშნა მედვედევამ .
"გაზპრომი" აცხადებს, რომ ბელორუსს დავალიანება გადახდის თვითნებური წესებით მოქმედების გამო დაუგროვდა - ბელორუსი ათას კუბურ მეტრ გაზზე, 174 დოლარის ნაცვლად, 2009 წელს არსებულ ფასს, 150 დოლარს იხდის.
ამასთან, "გაზპრომმა" ბელორუსს დავალიანებას დასაფარად ხუთი დღის ვადა მისცა.

























