სანქტ-პერეტბურგში მე-14 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება

სანქტ-პერეტბურგში მე-14 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი დღეს გაიხსნება. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.

ფორუმს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გახსნის და ფორუმის მონაწილეებს – რუსეთისა და მსოფლიოს წამყვან ბიზნესმენებს, ზგოერთის ქვეყნის ლიდერებს სიტყვით მიმართავს. გაიმართება პარალელური სესიები სხვადასხვა თემაზე.

სესიები 19 ივნისსაც შდეგაბ. ამავე დღისთვის არის დაგეგმილი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის, ასევე, მედვედევის კიდევ ერთი გამოსვლა.

მოსკოვმა ფორუმზე მიიწვია სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების ე.წ. პრემიერები და სხვა წარმომადგენლები.