გიგი უგულავა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გიგი უგულავა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფილიპ ლე რუდღეს თბილისის არჩეულ მერს გიგი უგულავას შეხვდა.

უგულავა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს თბილისში სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნაზე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ქალაქის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

არჩეულმა მერმა ფილიპ ლე რუს სამუშაო ადგილების შექმნისა და ძველი თბილისის რეაბლიტაციის გრძელვადიანი გეგმა, ასევე, მიმდინარე პროექტებიც გააცნო.