ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დასრულდა

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დასრულდა .
სხდომაზე, ალინსის გენერალური მდვნისა და წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე გამოსვლისას ბაჩო ახალიამ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ავღანეთის მისიაში საქართველოს ჩართულობაზე ისაუბრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა წარმატებით ხორციელდება, რაც დაეხმარება საქართველოს ინტეგრაციას ალიანსში. ახალაიამ აღნიშნა, რომ საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად ქვეყანა წინ მიიწევს.
"საკმაოდ დიდ პროგრესს მივაღწიეთ თავდაცვის რეფორმების მხრივ და ადეკვატურად ვპასუხობთ იმ დახმარებას, რომელსაც ნატო უწევს ჩვენს ქვეყანას. არსებითად მნიშვნელოვანია, ალიანსმა განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა, დაჩქარდეს ინტეგრაციის პროცესი", - აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.
მისივე თქმით, საქართველო თავადაც უზრუნველყოფს ალიანსის დახმარებას ავღანეთის მისიაში.
"მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც "IშAF" მისიაში ასეთი დიდი წვლილი შეაქვს. დარწმუნებული ვარ, ორმხრივი ინტერესებისა და საჭიროებების გაზიარებაზე დაფუძნებული ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ჩვენი საერთო მიზნების განხორციელებას, სტაბილურობასა და მშვიდობას ევროატლანტიკურ სივრცეში", - განაცხადა ახალაიამ.
ავღანეთის ოპერაციაშ საქართველოს მონაწილეობისთვის ბაჩო ახალაიას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა მადლობა გადაუხადა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერის გააქტუირებაც, რათა დემოკრატიული რეფორმები და ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს. ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ კიდევ ბევრი რეფორმაა გასატარებელი, რაშიც დახმარებას მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცახდა რასმუსენმა.
გენერალური მდივანი უფრო დეტალურ კომენტარს დღეისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

























