კახა ბაინდურაშვილი - ფასებს კომპანიები მოგების მიზნით ზრდიან და ლარის კურსი არაფერშუაშია

კახა ბაინდურაშვილი - ფასებს კომპანიები მოგების მიზნით ზრდიან და ლარის კურსი არაფერშუაშია

ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მტკიცებით, სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდას კომპანიებიმხოლოდ მოგების გაზრდის მიზნით ახორციელებენ და ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არაფერშუაშია.

როგორც კახა ბაინდურაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის კურსი სამი პროცენტის ფარგლებში მერყეობს და თუ ვინმე ამაზე მეტად ზრდის ფასებს, ეს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს.

მინისტრის თქმით, თუ რომელიმე კომპანია ფასების ზრდას ლარის კურსს აბრალებს, ისინი, უბრალოდ, ტყუიან და უნდა აღიარონ, რომ ფასებს მხოლოო პირადი მოგების გაზრდის მიზნით უმატებენ.

რაც შეეხება ლარის კურსს, ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, ეროვნულ ბანკს აქვს იმდენი რეზერვი, რომ ნებსიმიერი შოკს გაუძლოს და ქვეყანაში ინფლაცია მოსალოდნელი არ არის.

თუმცა, ბაინდურაშვილი ვარაუდობს, რომ ეროვნულ ბანკს ჩარევა არც კი დასჭირდება.

"საგანგაშო არაფერია, ინფლაცია არ მოხდება", – განაცხადა მინისტრმა.