დევნილთა კონგრესმა გაერო-ს საქართველოს წარმომადგენლობას ბენ კი მუნის მიმართ საპროტესტო წერილი გადასცა
სრულიად საქართველოს დევნილთა კონგრესმა გაერო-ს საქართველოს წარმომადგენლობას გაერო-ს გენერალური მდივნის ბენ კი მუნის მიმართ საპროტესტო წერილი გადასცა.
;“შეშფოთებას და გაოცებას გამოვხატავთ გენერალური მდივნის მიერ მაისში გაკეთებული მოხსენების მთელი რიგი საკითხების მიმართ. პირველად არის მოხსენებაში არაადეკვატური და შეუსაბამო მიმართებები. ჩვენ აქ არ ვხედავთ წინა რეზოლუციებში მკვეთარდ გამოხატული პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” კონგრესის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აბესალომ მიქალაძე.
;მიქელაძეს მიაჩნია, რომ ისეთი მიდგომები, რომელიც წარმოდგენილი იყო მოხსენებაში ეწინააღმდეგება, იმ პრინციპებს რისთვისაც შეიქმნა გაერო.
;“მივმართავთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს და გენერალურ მდივანს, რომ მსგავსი მიდგომები არათუ ხელს შეუწყობს კონფლიქტის რეგულირებას, არამედ გამოიწვევს კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას”, - აღნიშნავს აბესალომ მიქელაძე.

























