პროფკავშირები ბავშვთა შრომის წინააღმდეგ გამოდის

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს პროფკავშირები ბავშვთა შრომის წინააღმდეგ გამოდის და ხელისუფლებას ამგვარი ფაქტების რეაგირებისკენ მოუწოდებს.

პროფკავშირის წევრები სპეციალურ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სოციალურმა პირობებმა უამრავი ბავშვი ქუჩაში გაიყვანა და სწავლას მოწყვიტა, რასაც პროფკავშირები სასტიკად გმობს. პროფკავშირი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ბავშვებს ღირსეული მომავალი შეუქმნან.;

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების მხრიდან საჭირო და აუცილებელია, სპეციალური ღონისძიებების ჩატარება, რაც ბავშვების სწავლა-განათლებას ხელს შეუწყობს.

საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანებას მიაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი პრიორიტეტი სასურველი მომავლის შექმნისთვის განათლებაა.

პროფკავშირი,; შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს.